Friday, July 3, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე
   დღეს დავასრულეთ ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.'' გვიარეთ 8 მოდული: პროექტებით სწავლება ,სასწავლო პროექტის დაგეგმვა, კავშირები , სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით და ბოლოს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოს ჩვენება.
 ტრენინგმა გვიჩვენა რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა , სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. ტრენინგმა მოლოდისნ გადააჭარბა, ბევრად მეტი ცოდნა შევიძინე ვიდრე ჩემი მოლოდინი იყო. სასიამოვნო იყო ტრენერთან დიანა  მიქაძესთან მუშაობა, ძალიან სასიამოვნო იქნება მომავალში თუ მომეცემა საშუალება კიდევ ერთხელ მოვისმინო მისი ტრენინგი.  ვეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო  სასწავლო პროცესში და გავაკეთო პროექტ-გაკვეთილი.

Sunday, June 28, 2015

ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის 8 დღე   ამ დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ბლოგზე მასალის ატვირთვის ნიუანსებს. განვამტკიცეთ ნასწავლი მასალა.ჩემი შეფასება ამ დღის მიმართ არის პოზიტიური. 
   ამ ტრენინგის სწავლების შემდეგ შევძლებ ავტვირთო ბლოგზე ჩემი და ჩემი მოსწავლეების ნაშრომები და გავუზიარო სხვებს ჩემი გამოცდილება 
   მერვე დღის გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ დღეის შემდეგ  პროექტების გაკეთებას შევძლებ უფრო ორგანიზებულად, უფრო მოკლე დროში  და უფრო საინტერესოდ.
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგი უფრო და უფრო საინტერესო გახდა, რადგან დაგვიგროვდაბ ცოდნის გარკვეული მარაგი. მოვახდინეთ საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციები. ვისაუბრეთ სქემის სფეროებზე,  აღქმის სტილზე , სტიმულებზე,გარეგან და შინაგან სტიმულაციებზე, მოსწავლეების შეფასებებზე და თვით შეფასებებზე. ვირტუალურ ფლეშ მეხსიერებაზე, განვიხილეთ გარნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია.
ტრენინგის მეექვსე დღე
დღევანდელი დღე დატვირთული იყო საინტერესო სიახლეებით.გავიმეორეთ საავტორო უფლებები.ვისაუბრეთ,როგორ გამოვიყენოთინტერნეტი პროექტის გასაკეთებლად.ვისაუბრეთ რატომ უნდაგააკეთოს მასწავლებელმა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

ტრენინგის მეხუთე დღე
დღევანდელმა დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა.ვისაუბრეთ უკუკავშირისა და საავტორო უფლებების შესახებ.ასევე ინტერნეტის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში.
ტრენინგის მეოთხე დღე                                                                                                                                                                                        დღევანდელი  დღე დატვირთული იყო სიახლეებით. გავარჩიეთ ერთმანეთის გეგმები გავაკეთეთ უკუკავშირი.გავეცანით შეფასების 5 ძირითად სტრატეგიას.ვისაუბრეთ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე.ჩემთვის მთავარი იყო პროექტის სწავლა სწავლების სტრატეგიები და მეთოდები გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.. ვიმუშავეთ მასზე თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს პროექტში.